7 აპრილს გალის რაიონის 4 მოქალაქე, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადასვლას მდინარე ენგურმა შეიწირა.
მათგან ორი ცოლ-ქმარი იყო. მათ სამი შვილი და მოხუცი დედა დარჩათ. აქედან ყველაზე უმცროსი 7 წლის ილია გვალიაა.
„ილია ზუგდიდიდან ელოდებოდა საჩუქრებს, ახლა კი ზის სასოწარკვეთილი მშობლების სასახლესთან. 76 წლის ბებიას არ ატირებს მიცვალებულებს, შენ არ უნდა იტიროო, შენ უნდა მოგვხედოო, თვითონ კი გულამოსკვნილი ტირის“, – ამბობს
ილიას ბიცოლა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს და გადასვლას ვერ ახერხებს.
ცოლ-ქმარ გვალიებს მშობლიურ სოფელში სამშაბათს, 13 აპრილს დაკრძალავენ.
წყარო:geoambebi.com