ლალი მოროშკინა ახალ ცხოვრებას იწყებს – ის საცხოვრებლად თბილისიდან სიღნაღში გადასვლას გეგმავს, სადაც საკუთარი სასტუმრო აქვს:
“დიდი საბანკო ვალი დამიგროვდა, რადგან კახეთში სასტუმრო ავაშენე, მერე მომხმარებელთა მოთხოვნით, მივხვდი, რომ აუზიც უნდა დამემატებინა. დავიწყე აუზის მშენებლობაც, თუმცა პანდემიამ მომისწრო და სამწუხაროდ, სასტუმროს ვეღარ ვამუშავებ, ამიტომ იძულებული ვარ თბილისში სახლი გავყიდო.
ზარალი იმდენად დიდია, რომ ვეჭვობ, მის
დაფარვას თბილისის სახლის გაყიდვაც არ ეყოფა. ახლა მყიდველიც კი არ არის, ხალხი გაღატაკდა და სინათლეც არ ჩანს…
სიღნაღში უნდა ვიცხოვრო, სხვა რა გზა მაქვს, თუმცა იქაურობა ძალიან მიყვარს.
სახლიც ჩემი ხელით ავაშენე და განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მაგრამ გაგებით ვეკიდები, პანდემიამ მთელ მსოფლიოს გადაუარა და არც მე ვარ გამონაკლისი. არასდროს მქონია ფულადი დანაზოგები, შესაბამისად, ფინანსური კრახის წინაშე აღმოვჩნდი, თუმცა ოპტიმისტი ვარ, ვფიქრობ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ…” – განუცხადა “ამბებს” მოროშკინამ.წყარო:geoambebi.com