პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი უკვე დაახლოებით ერთი თვეა, კლინიკაში იმყოფება. მანამდე, მან კორონავირუსი დაამარცხა და სახლში გაწერეს, თუმცა, მოგვიანებით, ფილტვების ანთება განუვითარდა და არსებული ქრონიკური პათოლოგიებიც გაუმწვავდა.
“მდგომარეობა მძიმეა… იყო რეანიმაციულ განყოფილებაში.. პერიოდულად საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატს, ე.წ. “სიპაპს”. ჰემოდინამიკა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. პერიოდულად კონტაქტურია”, – ამბობს ლევან რატიანი.პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე კი აცხადებს, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაშია.
“სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია,
კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა თავისი ძველი დაავადებები გააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, – აცხადებს ტურძელაძე.
ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.წყარო:geoambebi.com