გომისმთაზე დაკარგული სამივე ბიჭი ცოცხლია. მიუხედავად იმისა რომ მათი პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა, კავშირზე გამოვიდნენ. ბიჭები ხევში არიან ჩაფლულები. რაც შეეხება გარდაცვლილ ახალგაზრდას, როგორც ასევე ადგილიდან გვატყობინებენ, ჯერ ვერ მიაგნეს. ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეც.„მაშველებს გააგებინეს ბიჭებმა ყვირილით, რომ სამნი ერთად არიან და ცოცხლები არიან. ეძებენ გარდაცვლილს, ასევე გადარჩენილებთან მხოლოდ სიტყვიერი კონტაქტი დამყარდა, მალე მიაგნებენ მაშველები.
“ხილვადობა არ არის საერთოდ, საშინელი ამინდია, დიდი თოვლია,
ამის გამო მაშველები ვერც ვერტმფრენით გადაადგილდებიან და ვერც რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალებით. ფეხით მოუწიათ 8 კილომეტრის გავლა. გვითხრეს, რომ ბიჭების ზურგჩანთები უკვე იპოვეს” – ამბობს მერი.მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.წყარო:ambavi.club