პოლიტიკოსი ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ანნ, გილოცავ პატარა გოგონას დაბადებას. უბედნიერესი დედა იყავი“, – წერს ანას მეგობარი.
მან მეორე ორსულობის შესახებ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
„მთელი არჩევნების განმავლობაში ვიყავი ფეხმძიმედ. ერთად ამ ორის გადატანა იყო ძალიან რთული. ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ემოციები, ხალხთან ურთიერთობა, დაგეგმვა… მგონი, ერთდერთი ქალი ვარ საქართველოს ისტორიაში, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ფეხმძიმობის დროს მონაწილეობდა”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ანა დოლიძეს პირველი ქორწინებიდან მწერალ
ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს, ახლა კი, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა და გოგონას დედა გახდა. ჯვრისწერა ვიწრო წრეში გადაიხადეს, თუმცა წყვილს პანდემიის გამო სუფრა არ გაუკეთებია.წყარო:geoambebi.com