მარნეულში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად ოჯახის 3 წევრი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის არიან: 23 წლის მამაკაცი, 21 წლის ცოლი და 3 წლის შვილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც
ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ვიდეო: