“ჩემი შვილის საფლავზე ამ დრომდე ხალხის ნაკადი არ წყდება, თქვენ საფლავზე კი ძაღლიც კი არ მივა”- ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა თამუნა შავლაშვილმა, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს.
თამუნა შავლაშვილის დაკითხვის სტენოგრამას “ნოდარ მელაძის შაბათი ავრცელებს”.
ჩანაწეის მიხედვით, თამუნა შავლაშვილი ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს: “ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. ლარგად დაიმახსოვრე მისი სახე”.
შავლაშვილი ამბობს, რომ
განსასჯელის სკამზე მყოფი 5 პირი დამნაშავეები კი არა “მკვლელები არიან”.
“მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები”- ამბობს შვილმოკლული დედა დაკითხვისას.
გარდა ამისა სტენოგრამის მიხედვით, სასამართლო დარბაზში ბრალდებულებსა და თამუნა შავლაშვილს შორის სიტყვიერი შეკამათებაც მოხდა.
ჩანაწერში ისმის ბრალდებულის სიტყვა – “ვნახოთ”, რაზეც თამუნა შავლაშვილი ამბობს: “იმუქრები?… შენ ხარ მკვლელი, შენი უნდა მჯეროდეს და ამირხანაშვილის არა?!”.წყარო:mtavarisiaxle.com