“სასიხარულო ინფორმაცია, მეტრო მარშუტკები და ავტობუსები მალე აღდგება..” – ნახეთ როდიდან განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა თარიღი უკვე დასახელდა

0

იანვრის ბოლოს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციების მოხსნას გეგმავს. ეტაპობრივად შეზღუდვის მოხსნა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც შეეხება.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება. მისივე თქმით, შეზღუდვის მოხსნა პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას არ ეხება.
„იანვრის ბოლოდან მოლები, ბაზრობები, მაღაზიები გაიხსნება. რამდენადაც ვიცი,

კომენდანტის საათიც მოიხსნება. რაც შეეხება ტრანსპორტს, იგეგმება მისი
რეგულარული ამუშავება, ტრანსპორტში იქნება “რეგულატორი”, რომელიც მგზავრთა რაოდენობას გააკონტროლებს, რათა ტრანსპორტი გადავსებული არ იყოს. რას გულისხმობს ტრასპორტის ეტაპობრივი ამუშავება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს…”. წყარო:mtavarisiaxle.com

Share.