ცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ნახეს. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა აცნობეს, 32 წლის ავთო გრიგოლია საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია. მეზობლების თქმით, მას ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით, ავთო გრიგოლიამ თვითდაზიანება მიიყენა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
დაღუპულის ახლობელი სოც ქსელში წერს:
”დღეს დავკარგე საუკეთესო ადამიანი, მტკივა, ყველაფერი მტკივა, ერთად გაზრდილები, გვერდიგვერდ ვცოხრობდით, მოკლეს, ახალგაზრდა, უცოლო, დასაოჯახებელი. ძალიან მტკივნეულია. მოკლეს სადისტურად, მტერს არ უსურვებენ. წესიერი, წყნარი, თბილი…”. წყარო:bednierebis.club