“ქმარმა დანა დაარტყა და მიატოვა..” – ნახეთ ვინ არის სასტიკად მოკლული ქალი და რა გახდა მიზეზი

0

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მათი თქმით, სიძემ მათ დას დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილის ცხედარი კი მაზლმა დილით იპოვა.
ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი თავის სიცოცხლეში ოჯახში არსებულ მძიმე ვითარებაზე მათთან არ საუბრობდა, შესაბამისად ოჯახს ინფორმაცია მათ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ აქამდე არ ჰქონდა.
გარდაცვლილი ელიზა კალანდაძის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატიურად სვამდა და სავარაუდოდ, დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ნასვამმა მამაკაცმა მეუღლეს ალკოჰოლური სასმელის შესაძენად თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დანა დაარტყა. ოჯახი დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.წყარო:bednierebis.club

Share.