“მე როგორც ვიცი, კორონასგან არ გარდაცვლილა. რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა, თბილისში არ ვიყავი და ვერ ვინახულე. კურსელებმა დამირეკეს. გული აწუხებდა და ბოლოს მუცელი ასტკიებია. რა მოხდა ზუსტად არ ვიცი. ბოლოს რომ ვესაუბრე, მინდოდა ჩემს გადაცემაში მომეწვია, მივხვდი, რომ უკვე სუსტად იყო. მისმა მეუღლემ მითხრა, არ შეიძლება მისი ნერვიულობა ამ პერიოდშიო.
პანდემიის დროს 80 წელი შეუსრულდა, გული მწყდება რომ ჯგუფელები ვერ ავედით მასთან სახლში, გვეშინოდა ვირუსი არ მიგვეტანა. წელს ვერ მოვახერხეთ ჯგუფელებმა მისი ნახვა.
წელს მისი ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო. დავურეკე, ვუთხარი, ბატონო გოგი, არა უშავს, მალე გადაივლის და ვარსკვლავს გავხსნით-თქო, ვაგულიანებდი.წყარო:bednierebis.club