ექსპერტ-კრიმინალისტების მობილიზება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 66 წლის ქალის ცხედარია აღმოჩენილი. ირკვევა, რომ ალა ჩიბისოვა 15 ნოემბერს გარდაიცვალა და 1 თვის განმავლობაში მისი ოჯახის წევრები ბინაში ცხედართან ერთად იმყოფებოდნენ.გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს ქალი მოკლეს თუ რა მოტივი ამოძრავებდატ ოჯახის წევრებს, რომ ცხედარს და მისი გარდაცვალების ამბავს მალავდნენ. პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს,
რაც კორპუსის მცხოვრებლები მძიმე სუნმა შეაწუხა.
გარდაცვლილის შვილი ადასტურებს, რომ ისინი გარდაცვლილთან ერთად ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
“15 ნოემბერს გარდაიცვალა, წლის იყო. გულის შეტევა დაემართა. არ შევატყობინეთ არავის, უსახსრობის გამო, არ ვიცით რა” – აცხადებს გარდაცვლილის შვილი.
ვიდეო: