აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტებს მერია მოიკვლევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ იმ მოქალაქეების ქონების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლებმაც აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაისაკუთრეს.
„ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებიც სოციალურთა ბაზაშია, თუმცა არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც მიწების დატაცებით ითბობენ ხელს.
მოქალაქე შ.ჟ სიღნაღის რაიონში ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 ათას მ² სახნავ-სათესი მიწა. მოქალაე გ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში 1 255 მ² მიწის ნაკვეთს ფლობს. მოქალაქე დ.ტ. თბილისში ფლობს ბინას. დედას ასევე სოფელ ჯიმითში აქვს 3 302 მ² მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 მ² ფართს. მოქალაქე დ.მ თბილისში, ნავთლუხის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას ასევე აქვს 568 მ² ფართი ნავთლუხის დასახლებაში. მოქალაე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში. მამას კავთისხევსი 1 300 მ² ნაკვეთი აქვს. დედა რეგისტრრებულია ინდმეწარმედ“, – განაცხადა კალაძემ.