“ბიჭუნამ ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო,ცრემლების შეკავება ძალიან მიჭირს..” – რა გაუკეთეს თვითმფრინავის მგზავრებმა აუტისტ ბიჭუნას

0

როდესაც 4 წლის აუტისტმა ბიჭუნამ ფრენის დროს ჭირვეულობა დაიწყო, მის საქციელს მთელი ბორტი გაგებით მოეკიდა და პირიქით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პატარასთვის კომფორტული გარემო შეექმნა. შემთხვევა United Airlines-ის სან – დიეგოდან ჰიუსტონისკენ მიმავალ რეისზე მოხდა.
როგორც პატარას დედა ლორი გაბრიელი ამბობს, პატარა ბრეისონს ფრენა ძალიან უყვარს, თუმცა რატომღაც ამ კონკრეტულ რეისზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ბორტი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ბრეისონმა ჭირვეულობა დაიწყო და ადგილზე დაჯდომაზე სასტიკი უარი განაცხადა.

პატარას დაწყნარებას ვერც დედა და ვერც მამა ვერ ახერხებდა, ბიჭუნამ ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო.

სანამ ბრეისონი ადგილზე არ დაჯდებოდა, თვითმფრინავი ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა, ამიტომ ბავშვის დასაწყნარებლად მშობლებთან ბორტგამცილებლებიც მივიდნენ.

ბიჭუნას სკამზე დაჯდომა არ უნდოდა, იატაკზე მოკალათდა და ნელ-ნელა პირველ კლასში გადავიდა. იქ კი მგზავრების შეწუხება დაიწყო.

მშობლებმა ყველას ბოდიში მოუხადეს, თუმცა როგორც გაირკვა პრობლემა არავის ქონდა. მგზავრები ბრაისს გაეცნენ და მასთან თამაშიც კი დაიწყეს. მათ მალე ბორტის წევრებიც შეუერთდნენ და მთელი ფრენა პატარასთან საუბარში, ფოტოების ჩვენებასა და თამაშში გაატარეს.

სახლში დაბრუნებულმა ბიჭუნას დედამ ყველაზე სასიამოვნო ფრენას დიდი პოსტი მიუძღვნა და მთელ ბორტს უდიდესი მადლობა გადაუხადა. მისი სიტყვები მალევე ათასობით ადამიანმა გააზიარა.

,,ამდენმა სიკეთემ გული გამითბო, ცრემლების შეკავება ძალიან მიჭირს. პირველად გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ბრეისონის აუტიზმს ხალხი ასეთი გაგებით მოეკიდა. ამ ყველაფერმა მომავლის რწმენა დამიბრუნა”, განაცხადა სიენენთან ინტერვიუში ბიჭუნას დედამ.წყარო:genews.ge

Share.