ექიმი ნანა გეგეჭკორი ფეიბუკის პირად გვერდზე, სოციალური ქსელის მომხმარებლის, ნუნუ გობრონიძის სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მის მიერ გავრცელებული რეკომენდაციები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სასიცოსხლო საფრთხეს შეიცავს.
ამასთან გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ, იმ ინფორმაციაზე აგებს პასუხს, რომელიც საკუთარ ფეიბუკზე ვრცელდება.
„აი ასეთი უბოროტესი არსებებიც დაირებიან დედამიწაზე. თან, რა თქმა უნდა, ხატების კუთხე აქვს მოწყობილი ფეისბუკზე. ეს არის უბოროტესი, შეგნებული თუ შეუგნებელი მცდელობა მკვლელობის. აქ მოყვანილი რეკომენდაციები პაციენტებისთვის სიკვდილის საფრთხეს შეიცავს.
სააგენტოებს ძალიან ვთხოვ, სასწრაფოდ გაავრცელეთ ამ ბოროტმოქმედზე ინფორმაცია, რომ მცდარი რეკომენდაციებით პაციენტები არ იმსხვერპლოს.
ჩემი სახელით, სხვა გვერდზე გავრცელებული ნებისმიერი რეკომენაცია იქნება ყალბი. არ ვთანამშრომლობ არავისთან გარდა covaider-ისა. არც ერთი სააგენტოს, გვერდის ან პიროვნების მეშვეობით არ ვავრცელებ ინფორმაციას.
ჩემი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე იდება მხოლოდ ჩემს პირად ფეისბუკ გვერდზე და პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე რასაც მე თვითონ ვავრცელებ“, – წერს ნანა გეგეჭკორი.