გუშინ “მთავარი არხის” ეთერში პაატა იმნაძის ახალი საცხოვრებელი სახლის შეძენის შესახებ სიუჟეტი გავიდა.
სიუჟეტის მიხედვით, პაატა იმნაძემ პანდემიის დროს, ვაკეში პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექს “არტ ჰაუსში” ძვირადღირებული ბინა შეიძინა, რომელიც დეკლარაციაში არ ასახა.
სიუჟეტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პაატა იმნაძემ და განმარტა, საიდან აქვს მას ახალი საცხოვრებელი ბინა.
როგორც ირკვევა ბინა სინამდვილეში მაკა ასათიანის ქმარმა კოტე გოგელიამ თავის დას (პაატა იმნაძეს ცოლს) აჩუქა. დეკლარაციაში კი იმიტომ არ იყო რომ კორპუსი ჯერ არ ჩაბარებულა…
“ერთერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC – ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრვალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს. სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის. როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ”