ახალგაზრდა პოეტი ნიკა კვესელავა თბილისში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქუთაისიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა და თონეში იყო დასაქმებული. მისი დაღუპვის მიზეზების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. 29 წლის ნიკა შესაძლოა, გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მას მეუღლე და 2 პატარა შვილი დარჩა
ნიკას მეუღლე ირი ბობოხიძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:
”სიკვდილს არ მანებებენ ყველგან დამყვებიან… წერილები უამარავია რომელსაც ჯერ ვერ ვპასუხობ … ჰო სიკვდილი არ დამანებოთ არააა! მე შეიძლება შევცდე თქვენ მიშველეთ ! მე არ ვარ ქვრირი მე გენიოსის ნიკა კვესელავას ცოლი და მისი შვილების დედა ვარ ! და ყოველჯერზე როცა ვცდილობ მოვკვდე შენი ძმები მაბრუნებენ ნიკ! წყარო:saintereso.club