შეზღუდვების პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, რომლის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილი დახმარების პაკეტში მოხვდა:
საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო მიეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას.
4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.
(ანაზღაურდება ელექტროენერგიის გადასახადი იმ ოჯახისთვის, რომელსაც მოხმარებული აქვს 200 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზი).
1-ელი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი).
სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი).
სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.