მხოლოდ შეზღუდვები არ არის, მთავრობამ სასიამოვნო ამბებიც მოამზადა” – ყველა ის ადამიანი ვინც სამუშაო დაკარგა, 1 იანვრიდან კონპენსაციას მიიღებს

0

შეზღუდვების პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც:
საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო მიეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას.
4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.

1-ელი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი).

სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი).

0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის შვილი, ასევე გადაეცემათ 100-100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში.

იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.

Share.