“ქალაქები იკეტება, ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება…” – ნახეთ დეტალურად მკაცრი შეზღუდვები, რომელიც ზეგიდან ამოქმედდება!

0

28 ნო­ემ­ბრი­დან მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ცენ­ტრე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი იხუ­რე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი კი მუ­შა­ო­ბას აჩე­რებს. გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ უკვე მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრამ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა. შე­ზღუდ­ვე­ბი 2 თვეს – 31 იან­ვრამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს.
ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იზღუ­დე­ბა:

  • 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ისე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ყოფ­ნა;
  • გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღამე – 31 დე­კემ­ბრის ღამე და ასე­ვე შო­ბის ღამე – 6 იან­ვრის ღამე;
  • მგზავ­რე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გა­დაყ­ვა­ნა, მათ შო­რის – რკი­ნიგ­ზით, ავ­ტო­ბუ­სით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით.
  • მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე (მათ შო­რის ტაქ­სებ­ზე) არ წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვა;
  • რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი მთლი­ა­ნად გა­და­დი­ან გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე.

და­საშ­ვე­ბია:

  • პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა ე.წ. takeaway
  • „დე­ლი­ვე­რი“
  • „დრა­ი­ვი“
  • ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის მუ­შა­ო­ბა;
  • ყვე­ლა სა­ხის კონ­ფე­რენ­ცი­ის, ტრე­ი­ნინ­გის, კულ­ტუ­რუ­ლი, გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა – და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით. სპორ­ტუ­ლი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და კულ­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის/სტუ­დი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

დიდ ქა­ლა­ქებ­ში – ქ. თბი­ლის­ში, ქ. ბა­თუმ­ში, ქ. ქუ­თა­ის­ში, ქ. რუს­თავ­ში, ქ. გორ­ში, ქ. ფოთ­ში, ქ. ზუგ­დიდ­ში, ქ.თე­ლავ­ში – და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი – ბა­კუ­რი­ან­ში, გუ­და­ურ­ში, გო­დერძსა და მეს­ტი­ა­ში და­მა­ტე­ბით წეს­დე­ბა შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი:

  • ქ. თბი­ლი­სის, ქ. თე­ლა­ვის, ქ. ბა­თუ­მის, ქ. ქუ­თა­ი­სის, ქ. რუს­თა­ვის, ქ. გო­რის, ქ. ფო­თის, ქ. ზუგ­დი­დის სა­ზღვრებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა;
  • სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი (გარ­და სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის, აფ­თი­ა­ქე­ბის, ვე­ტაფ­თი­ა­ქის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბი­სა) მუ­შა­ო­ბენ მხო­ლოდ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში;
  • ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ. ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი;
  • სკო­ლე­ბი, პროფ­სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი (გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა) სრუ­ლად გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე;
  • კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას.
  • სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე ასე­ვე:

სას­ტუმ­რო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბის მო­სა­წყო­ბად;

ასე­ვე, ჩერ­დე­ბა სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბი­სა და სა­თხი­ლა­მუ­რო სა­ბა­გი­რო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

24 დე­კემ­ბე­რი – 2 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა:

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით:

  • იმუ­შა­ვე­ბენ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი;
  • აღ­დგე­ბა რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი, ისე – სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა.
  • 3 იან­ვა­რი – 15 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით:

  • ცხად­დე­ბა უქმე/დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი;
  • აღ­დგე­ბა ყვე­ლა ის შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და 28 ნო­ემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში;
  • არ მუ­შა­ობს სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, გარ­და ბან­კე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბი­სა
  • 16 იან­ვა­რი – 31 იან­ვა­რი

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით:

  • აღ­დგე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი­სა და ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა (გარ­და შა­ბათ-კვი­რი­სა).
  • შა­ბათ-კვი­რას ტრან­სპორ­ტი, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი აჩე­რე­ბენ მუ­შა­ო­ბას

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბა:

  • ყვე­ლა სხვა ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის:სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო სამ­შე­ნებ­ლო-სა­რე­მონ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას;
  • სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო საქ­მი­ა­ნო­ბას;
  • სურ­სა­თის, ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის, აფ­თი­ა­ქე­ბის, ვე­ტაფ­თი­ა­ქის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის და პრე­სის ჯი­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბას;
  • დე­ლი­ვერ­სა და გა­ტა­ნის სერ­ვი­სებს;
  • სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბას;
  • ავ­ტო­ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სებს;
  • სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის სა­რე­მონ­ტო სერ­ვი­სებს;
  • აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რო­ბის მუ­შა­ო­ბას­და სხვ.არ იზღუ­დე­ბა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით (მათ შო­რის – ტაქ­სით) გა­და­ად­გი­ლე­ბა.

წყარო:bednierebis.club

Share.