“ტრანსპორტი, სავაჭრო მოლები,ეს შეზღუდვები ხვალიდან ოფიციალურად გამოცხადდება…” – ნახეთ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება

0

საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, რეგულაციები შეეხება სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებს.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნება.

„ხვალ გაიმართება საბჭოს სხდომა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, იქ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული წერტილოვანი რეგულაციების გამკაცრება საჭირო იქნება. სადაც არის მეტი სიმჭიდროვე, რა თქმა უნდა, იქ შეზღუდვები გარდაუვალი იქნება. მაღალი სიმჭიდროვე არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოლებში, ბაზრობებზეც. სადაც წესების დაცვა არ ხდება ან არასრულფასოვანია, იქ იქნება უფრო მკაცრი რეგულაციები მიღებული“,- განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვები, ხუნდაძე გვპასუხობს, რომ ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.წყარო:saintereso.club

Share.