რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.
როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.
„მეზობლები კიოდნენ ბავშვიო. უკან ავიანია და იქედან გადმოვარდა. დედამ მანქანა გააჩერა და საავადმყოფოში წაიყვანეს… მამა შოკში იყო, შვილი მე-7 სართულიდან გადმოუვარდა“, – აცხადებენ მეზობლები.
დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ზუსტდება.
ვიდეო:
წყარო: ინფრო რუსთავი