ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. 12 წლის გოგონას ბაბუა ამბობს, რომ მის შვილიშვილს კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.
რეანომობილს კი სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდა.
“დაახლოებით 01:30 საათი იყო, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ნახევარი ჰქონდა გადასხმული, სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა მომატებული. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.
კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო რომ ამბობენ, ეგ აწყობთ მაგათ. არავის აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო“, – აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.
წყარო: kvitelipresa.club