ქობულეთში, სოფელ ხალაში 31 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა. როგორც თანასოფლელები ამბობენ მკვლელობაში ბრალდებული და მოკლული საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ისინი ამ ტრაგიკულ დღესაც ერთად იყვნენ.
“დათო გამოირჩეოდა ყურადღებით. მეგობრებისა და თანასოფლელების მიმართ ძალიან თბილი იყო. ცოლი ახლხანს მოიყვანა და მალე ბავშვს ელოდებიან. გაოგნებული ვართ მომხდარით” – ამბობს დათოს ახლობელი.
შეგახსენებთ, დღეს სოფელ ხალაში 30 წლის დათო შარაშიძე თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.წყარო:kvitelipresa.club