გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გიორგი მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გიორგისთან მიმოწერას ასაჯაროებს.
„ყოველ ღამით თავს ვიკავებ და ვამბობ, რომ აღარ დავწერ არაფერს სოციალურ ქსელში და არავისთან ვისაუბრებ შენზე. ყოველ ღამით, როცა ჩვენს მიმოწერას გავხსნი და ვიდეოებს ვუყურებ, რომელიც უამრავჯერ მაქვს წაკითხული და ნანახი ყოველ ჯერზე ახლებურად მიყვარდები და მენატრები. აი, ამ ჩვენი მიმოწერის მცირე მონაკვეთში ჩანს ბევრი რამე როცა იტყვიან სიტყვას ძმაკაცობაზე, მეგობრობაზე, ადამიანობაზე, სპორტზე ეს ყველაფერი შენთან ასოცირდება.
არ გიყვარს ვიცი საუბარი შენ თავზე და მითუმეტეს, როცა შენზე ვლაპარაკობთ და გაქებთ, მაგრამ რთულია არ თქვა დღევანდელობაში. როგორ ვნანობ, რომ უფრო მეტ დროს არ ვატარებდით ერთად. წუთითაც არ დაგტოვებდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასე მოხდებოდა. თითეულ წუთს გავუფრთხილდებოდი.
რაც დრო გადის, უფრო მეტად მაკლიხარ. როგორ მენატრება შენთან სტადიონზე ყოფნა უბრალოდ ლაპარაკი, ჩემო შაქარ. ყველაზე ძალიან გული მწყდება იმ ყველაფერზე, რასაც ვგეგმავდით და რამდენი რამე გველოდებოდა”- წერს გიორგი მამუჩიშვილი.
გიორგი შაქარაშვილის მიმოწერა მეგობართან:
„დღესდღეობით მსოფლიოშიც და საქართველოშიც იმდენი ურწმუნო გაიჩითა, ღმერთის აღარავის სწამს, ყველა კომფორტზე გადავიდა და მატერიალურად იქცა, მაგიტო ხდება, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი.
ალბათ, ეს კორონაც განსაცდელია ღმერთისგან, ყველას რომ ეგონათ, არაფერი მოუვიდოდათ, ისეთ ხალხს, დიდ ხალხზე ვიძახი”, – წერდა შაქარაშვილი მის მეგობარს.