“60 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლი ლოგინად ჩავარდა და ქმარს სთხოვა კარადიდან ყუთი ჩამოეღო..” – იქ კი ისეთ რამ იყო, რასაც ქალი ნახევარი საუკუნე მალავდა

0

ცოლ-ქმარმა ერთად გაატარა 60 წელი. მათ ერთმანეთისგან არაფერი გააჩნდათ დაფარული. მხოლოდ ერთი საიდუმლო ჰქონდა ცოლს. მისი კარადის ზედა თაროზე იდო ფეხსაცმლის ყუთი, რომელშიც ქმარს არასოდეს არ ჩაუხედავს.
როდესაც ქალს წლები მოერია და ლოგინად ჩავარდა, გადაწყვიტა გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა ქმარს, ჩამოეღო თაროდან ყუთი…
ქმარმა მოუტანა ყუთი და როდესაც გახსნა, დაინახა იქ ორი ძალიან ლამაზი მოქსოვილი თოჯინა და ფულის დასტა – 25 ათასი დოლარი.
-ეს რა არის? – ჰკითხა გაკვირვებულმა.

– იცი, ჩვენი ქორწილის წინ ჩემმა საყვარელმა ბებიამ გამანდო ოჯახური ბედნიერების საიდუმლო. მან მითხრა: ”როდესაც ქმარზე გაბრაზდები, არასოდეს არ შეეკამათო, წადი უჩუმრად და მოქსოვე ერთი თოჯინა”.
ქმარს თვალებზე ცრემლები მოადგა – ყუთში ხომ მხოლოდ ორი თოჯინა იდო! მან ჰკითხა მეუღლეს:
– კარგი და…ეს რაღა ფულია – შენ ხომ არასოდეს გადაგინახავს თანხა, ჩვენ ხომ ყველაფერს ოჯახს ვახარჯავდით?
– ეგ ფული თოჯინების გაყიდვით დამიგროვდა!
წყარო:epicentri.club

Share.