ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულია შუა ხნის ქალბატონი მანანა დევდარიანი, მისი შვილი ნუკრი კოჩაძე და მცირეწლოვანი შვილიშვილი დათუნა კოჩაძე, ასევე ქალბატონის ძმა მერაბ დევდარიანი.
დაღუპულების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მათი ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე.
“რა ვქნა არ ვიცი, რა სიტყვა მოვძებნო იმისთვის, რომ ეს ტკივილი მაინც შევიმსუბუქო. ჩემო ნუკრი, ჩემო უახლოესი ოჯახის წევრი, ძმაკაცი და ყველაფერი იყავი და იქნები. მანანა დეიდა, ჩემო ტკბილო დეიდა, როგორ მტკივა და როგორ გამიჭირდა ამის დანახვა და დაჯერება, რომ ვეღარ გნახავდით, პატარა დათუჩა, ჩემო პატარა სიყვარულო, ჩემო სიცოცხლე,
როგორ ბევრს მელაპარაკებოდი ტელეფონზე ჩამოდიო და მოდი ჩემთანო… როგორ უნდა დავივიწყო შენი სიცოცხლით სავსე თვალები… პეტო ასე თუ მოხდებოდა რას წარმოვიდგენდი, მტკივა უშენობა და უთქვენობა. მენატრებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო. პეტუ მიყვარხარ ძალიან” – წერს ოჯახის ახლობელი შაკო თავხელიძე.