ჯანეტ ქერდიყოშვილი საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც “მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი გახდა. როგორც გაირკვა ჯანეტი ხან საქართველოში, ხანაც რუსეთში იზრდებოდა. ორივე ენასა და კულტურას კარგად იცნობს, თუმცა სამშობლო განსაკუთრებულად უყვარს.
ახალგაზრდა, უმშვენიერესი მოდელის წარმატებას, სამ დღეში უდიდესი ტრაგედია მოჰყვა, მისი პატარა დაიკო ანეტა ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. ჯანეტ ქერდიყოშვილი შემთხვევის დროს სახლში ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად იყო ჩასული, რა დროსაც კარზე უცხო ადამიანმა დააკაკუნა, პატარამ კი ფანჯრიდან ძმას დაუძახა, წონასწორობა ვერ დაიცვა და გადავარდა.
ჯანეთი რამდენიმე წლის წინ ამ ამბავს იხსენებდა: “მე და დედაჩემი გავედით საქმეებზე, მოსამზადებელი პერიოდი იყო, მის მსოფლიოზე მივემგზავრებოდი. სახლში დავტოვეთ ჩემი ძმა და ჩემი და, ანეტი. 10 წლის იყო, ძაან მაღალი იყო, თანადი, პუტკუნა ხელებით, ლოყებით… ვიღაცეებმა დაიწყეს კარებზე რეკვა. მას შეეშინდა, ვიღაც რეკავდა, თან მარტო იყო. ეტყობა, ისე გააღო ფანჯარა, ვერ დაიჭირა წონასწორობა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ 40 დღეც არ იყო გასული, როცა მის მსოფლიოზე გავემგზავრე. თან უარს ვერ ამბობ, შანსი არ გაქვს, რომ არ წახვიდე. ახლა რომ ვფიქრობ, იმდენად შოკირებული ვიყავი ვერ ვხვდებდი რას ვაკეთებდი. ეს პერიოდი იმაზე ვფიქრობდი, როდის დავბრუნდებოდი სახლში. ყოველღამე იძინებ და თან რაღაც გახრჩობს. ვერც ვტიროდი, რადგან მეორე დღეს დასიებული თვალებით არავის სჭირდები. ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებდა”-იხსენებს ჯანეტ ქერდიყოშვილი. წყარო:epicentir.club