თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” მდებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. როგორც ირკვევვა, კორპუსის მე-12 სართულზე, 35 წლამდე კაცმა ჯერ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ კი თოკი გაწყდა და ახალგაზრდა პირველ სართულზე, მეზობლის ტერასას დაეცა. მეზობლებმა სასწრაფო და პატრული გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: Report.ge