მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას მიმართავს.
“ვაკის, კერძოდ ჭავჭავაძის გალამაზება, შეკეთება ძალიან მისასალმებელი ფაქტია, უდაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია! ეს კარგი მხარე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს! ახლა მეორე პრობლემურ მხარეს უნდა შევეხო! მე ვცხოვრობ ყიფშიძის ქუჩაზე, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იძულებული ვარ ბინა გავყიდო და გადავიდე სხვა ტერიტორიაზე, რადგან ამ ბოლო დროს თქვენ თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ყიფშიძის ქუჩაზე, იქ აღარასდროს მეორედ აღარ მიხვალთ!
თუ ჯოჯოხეთი არსებობს ალბათ ასეთია, რაც აქ ტრიალებს! მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, თუ გადაკეთდეს რომ სიტუაცია გამოსწორდეს! ფაქტია, რომ მე და ბევრი ჩემნაირი სახლში ვეღარ მივდივართ! საჯაროდ გთხოვთ, რამე იღონოთ და უშველოთ არსებულ მდგომარეობას! ეს საცობი არაა, ეს არის დაუჯერებელი კოშმარი, რომელიც თუ დროზე არ გამოსწორდა ცუდად დამთავრდება სავარაუდოდ! იმედია, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის აზრს გაითვალისწინებთ! მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობაში მარტო არ ვარ, ბევრია ვინც ჩემნაირად ფიქრობს და განიცდის! იმედია სიტუაციას რამენაირად დროულად გამოასწორებთ! მადლობა ყურადღებისთვის!თბილისის მერია / Tbilisi City Hall” – წერს ნინი ბადურაშვილი.