“რატომ რის გამო დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ…თამარმა მითხრა, რომ…” – რას ყვება დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილზე

0

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ რაც იცოდა ყველაფერი უთხრა გამოძიებას. მის მიმართ ბრალდება გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა წამოაყენეს, რომ აშინებდნენ და ამის ნიადაგზე შეცვალა ჩვენება. კაპანაძის თქმით, ჩვენების სხვადასხვაობა განსხვავებული უწყებების კითხევიდან მომდინარეობს. ისინი მას ხვადასხვა კითხვას უსვამდნენ და პასუხებიც განსხვავებული იყო. მისივე ინფორმაციით, თამარმა სკოლის პერიოდში სუიციდი 2-ჯერ სცადა.
„რატომ რის გამო დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ფსიქიკაზე, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ყურადღება.
მესმის რომ შვილი ჰყავს მკვდარი და გულთანაც მიმაქვს ეს ყველაფერი, მართლა ბოლომდე მესმის. ჰგონია რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში მართლა ყველანაირად ვეხმარები, რომ პატარა დეტალიც გავიხსენო, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს.

არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება, იყო მაგალითად, რომ პირველი 2 დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მკვდარი სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი.
დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა, მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.
5-ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვადასხვა უწყება მკითხავდა და ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვა,” – აცხადებს დეა კაპანაძე.
აგრეთვე იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ თამარ ბაჩალიაშვილი გამოუტყდა, სუიციდის მცდელობის შესახებ.
„3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა,” – აღნიშნა დეა კაპანაძემ.

წყარო: geonewest.com

Share.