15 აგვისტოს გაუჩინარებული და გარდაცვლილი ბარ „ბაუჰაუსის“ ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ მეგობარი საუბრობს.
როგორც ირკვევა, ბაია ბერუაშვილი გარდა „ბაუჰაუსისა“, კომპანია „ბილაინშიც“ მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წამოსვლას აპირებდა…
როგორც მეგობარი ამბობს, ბაია ბერუაშვილი ბარ „ბაუჰაუსის“ პარალელურად, კომპანია „ბილაინში“ მუშაობდა, თუმცა იქიდან მომდევნო თვეში წამოსვლას აპირებდა.
ის აუხდენელ ოცნებად საკუთარი ბარის გახსნა დარჩა…
„პროფესიით ფსიქოლოგი გახლდათ. ცოტა ხანი „ბორმენტალში“ ფსიქოლოგად, მერე კი, ბარ „ბაუჰაუსში“ მუშაობდა. ამაზე ვხუმრობდი კიდეც – მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა – მეთქი?!
ოცნებობდა, თავისი ბარი გაეხსნა.
როგორც ვიცი, ბოლოს კომპანია „ბილაინშიც“ მუშაობდა. იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, მაგრამ რატომ აპირებდა წამოსვლას არ ვიცი. სექტემბერში მოდიოდა მაგ სამსახურიდან.
როგორც გავიგე, „ბაუჰაუსში“ მეგობრის დაბადების დღეზე იყო. მერე რა მოხდა, არავინ იცის. სავარაუდოდ გადავარდა იქიდან, შემდეგ ალბათ, ბიჭმა მისი დახმარება სცადა.“- ამბობს ბაიას მეგობარი „კვირის პალიტრასთან“
კომპანია „ბილაინში ადასტურებენ, რომ ბაია ბერუაშვილი მათი თანამშრომელი იყო. ის კომპანიაში ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობდა და სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერილი მართლაც ჰქონდა.“ – ამბობს მეგობარი.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ბარმა „ბაუჰაუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი თანამშრომლები ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე გაუჩინარდნენ, საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერთვნენ და მათი ძებნა დაიწყეს.
სამდღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდების ცხედრები მტკვარში იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლითმიმდინარეობს.
წყარო:topsiaxle.club