“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, ახლა კმაყოფილი ხარ?“- ნახეთ ახალი სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

0

წერილი მომავლიდან – “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ ის წერილი გაასაჯაროვა, თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერს, ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს.
“ძვირფასო მე,
გწერ 2020 წლის 4 აპრილიდან
თუ არ წაიკითხავ, უკეთესია.

მართალია, ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასოდეს მოგწერდი, მაგრამ, ეს უნდა გავაკეთო. თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტა იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე, ეს რომ მომეწერა.პირველი, რაც მინდა იცოდე, ისაა, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოგქცევივარ, გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს, არც შეგნებულად და არც შეუგნებლად.პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის. არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი, ან რა როგორ მიიღე, რა მოგიყვა და რა როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ, მერწმუნე, არასდროს, არასდროს, განგებ ცუდის ჩადენა არც კი გამიფიქრია.ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ და არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ.მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი, სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე ძალიან სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის, შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული ***-ის სწავლა-განათლებითა და მასთან ურთიერთობით. მახსოვს ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან, ამის ფონზე კი შენი დაცვის იმედით გათამამებული შენი „მეგობარი“ მამცირებდა… იქნებ, ერთადაც გადაწყვიტეთ ასე. კოშმარად მექცა ყოველი აივანზე გასვლა და მერე გიკვირდათ, რატომ არსად არ დავდიოდი….შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ? უფრო მეტად რომ გაგგიხანგრძლივო სიამოვნება, გეტყვი, რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ. შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არცერთი ნაბიჯი. ვერ შევირგე ევროპაში ეს ერთი წელი, რადგან სულ იმაზე ვფიქრობდი, სად, ან როგორ იყავი, რას შვებოდი, რას გრძნობდი, ან რას ფიქრობდი. გულწრფელად გისურვებ ყველაფერ კარგს. დაე, ისე იყოს ყველაფერი, როგორც შენ გინდა….” – ნათქვამია წერილში.“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ თამარ ბაჩალიაშვილსა და ნიკა გეჯაძეს, გეჯაძე პასუხობს, რომ: “მხოლოდ სამსახურეობრივი, მე მისი პირადი თითქმის არაფერი ვიცოდი. როგორც ნებისმიერ სხვა თანამშრომელთან, ისეთი ურთიერთობა მქონდა თამართან”.ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რატომ დაუშვით რომ ეს არის თამარის გამოგზავნილი წერილი, ნიკა გეჯაძე პასუხობს: “მანდ [წერილში] ეწერა, რომ ერთი წელი იყო საზღვარგარეთ და რომ გადავხედე ჩემს სანაცნობოს, ჩემს მეგობრებს ვერავის ვერ დავუკავშირე სხვას.. მაგრამ ვერც ის დავუშვი.. იმიტომ რომ თამუნა არ ყოფილა ერთი წლით, იყო ოთხი თვით წასული. მომერიდა, არ მქონდა ეგეთი ურთიერთობა, რომ თქვენ ხომ არ გამომიგზავნეთ ეს სასიყვარულო წერილი, მეკითხა”.ნიკა გვარამიას თქმით, ეს ვერ იქნება თამარ ბაჩალიაშვილის წერილი, რადგან ამას ფაქტობრივი გარემოებების უზუსტობა მეტყველებს.
წყარო:geonewest.com

Share.