გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შვილის გარდაცვალების შემდგომ შეიტყო, რომ მას ჰყავდა მეგობარი ბიჭი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.
„მე ახლა გავიგე, აქ იყო ვიღაც ბიჭი მოსული დაკრძალვაზე და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათო. ვეუბნებოდი, დედიკო ისეთი ასაკი გაქვს, უკვე მინდა შვილიშვილებიო. მპასუხობდა, ხომ იცი რამხელა ამბიციები მაქვს, მწვერვალებს სანამ არ დავიპყრობ, მანამდე არ ვაპირებ ოჯახის შექმნასო. შემოთავაზება მაქვს “ამაზონიდანო” და ისინი მთხოვენ, რომ მაგისტრატურა გავიარო ევროპაში.
მოვიდა, მოგვისამძიმრა ჩვეულებრივად და მერე გვითხრეს რომ ეს ბიჭი თამუნასთან ახლოს იყო“, – განაცხადა “მთავართან” ბაჩალიაშვილის დედამ.
თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა ამბობს, რომ აღნიშნული პიროვნება უკვე გამოკითხულია.
„რაც მე ვიცი მაგ ბიჭმა განაცხადა, რომ თამუნა ძალიან გადაღლილი იყო ბოლოსო, გამიმხილა რომ აღარ მსურს ეს სამსახური, მინდა რომ წამოვიდე. 19 ივნისს თამუნას დაბადების დღე ჰქონდა და თქვა, ერთად გავატარეთ რამდენიმე საათიო“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.
წყარო: ambavi.cc