”დანა დავარტყი და წაიქცა, შემდეგ ისევ ვურტყავდი დანას…” – ნახეთ რას ამბობს ის ქალი, რომელმაც 30 წლის გოგონა მოკლა

0

ცნობილი ხდება დაკავებული ქალის ჩვენება, რომელმაც ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენებას „მთავარი არხი“ აქვეყნებს.
„მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს.
მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები და შევხედე, რომ კარებში იდგა ჩემი მეუღლე გაგა, გაგა მიყვიროდა რა ხდება, რატომ ხარ სისხლიანი, რა მოხდაო, გაგას უკან პადიეზდში კიდევ იდგნენ სხვა პირები, მაგრამ მე ვერ გავარჩიე ვინ იდგნენ, რადგან პადიეზდში არ იყო შუქი, ამის შემდეგ დანა შევახვიე ჩემს კუთვნილ სალფეთკის ქაღალდში და ჩავიდე ჩემი ტანსაცმელიშავი ფერის შორტის სათავეში, რის შემდეგაც გამოვიხურე ბინის კარი და გამოვედი ბინიდან.

მე და გაგა გამოვედით ბინიდან და შევედით ჩვენს საცხოვრებელ ფარდულში, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი.

​გაგას ვუთხარი, რომ უნდა გადამეყარა ტანსაცმელი, რომელიც სისხლიანი იყო. მე და გაგა ერთად გამოვედით სახლიდან, ჩემი ტანსაცმელი, რომელიც ელისოს დაჭრისას მოთავსებული მქონდა შავი ფერის პარკში და ეს ტანსაცმელი თავის პარკიანად ჩავაგდე იქვე მახლობლად, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაგნიტის მაღაზიის ნაგვის ურნაში.

ამავდროულად გაგამ წამიყვანა, როგორც ჩანს მას ტაქსი ჰყავდა გამოძახებული და ჩვენ ორივე ჩავსხედით შავი ფერის მსუბუქ ავტომობილში“, – წერს დაკავებული ჩვენებაში.

Share.