მოკლედ, ძალიან აუტანელია უკვე ამდენი, რბილად რომ ვთქვა, უცნაურობა და, ცოტა უფრო ზუსტი თუ ვიქნებით, ტყუილი გამოკითხვის ოქმებში.საერთოდ, ზოგადად ყველა გამოკითხვა იწყება წინადადებით – ,,გაფრთხილებული ვარ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.” თუ ტყუილად წერია ოქმებში ეს სიტყვები, ეგეც ვიცოდეთ ბარემ.
ტაქსის მძღოლი კახა სანდოძე, რომელიც თბილისიდან მცხეთაში გაგზავნეს გიორგი ქათამაძისა და ვახტანგ ახვლედიანის წამოსაყვანად, გამოკითხვის დროს ამბობს:
,,როდესაც ჩემს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაში ჩასხდნენ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, მათ თქვეს, რომ ჩხუბი მოუვიდათ, ხოლო ჩხუბის შესახებ სხვა არაფერი უთქვამთ ჩემთვის, არც მე მიკითხავს. ასევე ვიზუალურად ტანსაცმელსა და სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ შემიმჩნევია”
იქვე ამბობს:
,,ვახტან ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ ჩემი ავტომანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის ჰიუნდაის მარკის ავტომანქანა, უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი ირაკლი დაფქვიაშვილი…”
ესე იგი, აგერაა ნაცემი გიორგი ქათამაძის ფოტო. ეს კაცი რომ ჩაგიჯდება მანქანაში, შესაძლებელია, რომ მის სახეზე დაზიანება ვერ შენიშნო ?! ახვლედიანიც ნაცემი იყო.
ანუ ქათამაძეს დაზიანებას ვერ ამჩნევ, მაგრამ უკანა ხედვის სარკეში ცნობ მეორე მანქანაში შენს უბნელს.
ცოტა აზრზე მოდით. 19 წლის ბიჭია მკვდარი ! – წერს ვახო სანაია