„კურიერის“ ეთერში გასული მასალის ნახვის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გარდაცვლილის დედა შეუძლოდ გახდა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, აღნიშნული მასალის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“:
„მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამის მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
ცნობისთვის, დღეს “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის კიდურის მოტეხილობაც.
საუბარია მარჯვენა ხელის მოტეხილობაზე, ასევე არის დაზიანებები მკლავზე და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები.
წყარო: ambavi.cc