ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.
არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში.”
“ნანუკა იმდენი სიკეთე გაქვს გაკეთებული სხვების დედებისთვის, მარტო მაგათი ლოცვა გადაარჩენს დარეჯანს!” -წერს კომენტარში დათო ლიკლიკაძე