ბერი ანდრიას ფონდი გასულ კვირას შემწეობას ითხოვდა. მისი დამფუძნებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი, უკვე 10 წელია რაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მფარველობს.
როგორც თინათინი ამბობს, გუშინწინ ნიკოლოზ გამყრელიძემ ფონდს
ბავშვებისთვის 5000 ლარი გადასცა. ”ნიკას არ უყვარს ამის აფიშირება, არ თქვაო, მეუბნება, მაგრამ რატომ არ უნდა ვთქვა? ღმერთმა მისცეს და შეაძლებინოს სიკეთის კეთება.” – ამბობს დედა თინათინი.
დედა თინათინთან ასევე გავარკვიეთ რომ ნიკოლოზ გამყრელიძე ფონდის მეგობარი და თითქმის ოჯახის წევრია. გვერდში უდგას და ყველანაირად ეხმარება.