წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჟონეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას წარმოადგენს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.