“საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი არცერთი ნორმა არ არის დაცული, რაც ზრდის ინფიცირების რისკებს.
ამის შესახებ პოსტი და ავტობუსში არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მესხიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა:
“სრული განუკითხაობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა პირბადისა, არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არის დანერგილი, არცერთი! კატასტროფა! უპასუხისმგებლობა!
სად ხართ ტრანსპორტის სამსახურები? სად ხართ ჯანდაცვის სამინისტრო? სად არის გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები? ვინ ახორციელებს მონიტორინგს მგზავრობაზე? თბილისის მერია საერთოდ რას აკეთებ? მეორე ტალღაო?! მეორე ტალღა კი არა, თუ რეკომენდაციებს არ გაითვილისწინებთ ცუნამს მივიღებთ!” – წერს საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი.