“ყველა ექიმს და ექთანს ვამხელ, იტყუებიან” – “რესპუბლიკურის” დირექტორი პერსონალს დაუპირისპირდა

0

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს მარტის თვის ანაზღაურება არ ჩაურიცხეს, ხოლო ივნისის თვეში მხოლოდ 50% ჩაერიცხებათ.
ამასთან დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ექთნებთან და შემდეგ ექიმებთან შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგადაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

„არ არის სწორი, იტყუება! დღეს მაქვს შეხვედრა ამასთან დაკავშირებით ექთნებთან და ყველაფერს ვამხელთ ვინ რა ტყუილი დაწერა. ჯერ ექთნებს ვხვდები შემდგომ ექიმებს. უნდა განვუმარტოთ, რამდენი აიღეს და რატომ აიღეს, რომ მიეცათ კომპენსციაც და მიეცათ ხელფასიც.

მარტის ხელფასი ექთნებს ჩაერიცხათ სრულად, უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება რაღაც ტექნიკური ხარვეზის გამო ვიღაცეებს არ ჩაერიცხათ, თუმცა მარიკას ჩაერიცხა.

სამწუხაროდ, რატომ დაწერა ვერ გეტყვით, ალბათ გაურკვეველ სიტუაციაში იყო, ან ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა.

ამას დღეს შეხვედრის შემდეგ გავარკვევ ყველაფერს“

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანმა, მარიკა დავრაშელიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პანდემიის პირობებში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს მარტის თვის ანაზღაურებაც არ ჩაურიცხეს.
წყარო: Alia

Share.