”მძღოლს ეხვეწებოდა გააჩერევო, 2 წუთში კი კივილი დაიწყო, ყველა ვამხნევემდით, მძღოლი კი…” – რა მოხდა 34 ნომერ მარშუტკაში

0

მოკლედ, პეკინის ბოლოში ავედი ,,მარშრუტკაში,,. ზედ გაჩერებასთანაა შუქნიშანი და ავდგი ფეხი თუ არა, გოგომ ატეხა კივილი, – გვერდითა მარშრუტკა რა ნომერიაა? ვინ ხედავთ?
თვითონ უკან იჯდა და წინ მყოფებმა, ვისაც დანახვა შეეძლო, უთხრეს, რომ ის მარშრუტკა არის 34 ნომერი.
გოგო ადგა, – ჩავალო, თქვა, მაგრამ ამასობაში ის 34 ნომერიც დაიძრა და ჩვენც. მძღოლმა შეაჩერა, რადგან ჩავალო თქვა, მაგრამ ეს აყვირდა, – არ გაჩერდე, არ გაჩერდე! სწრაფად წადი, დავეწიოთ იმ 34 ნომერსო.
თან ტელეფონი მოიმარჯვა და დაიწყო რეკვა. თან ამ გაძეძგილ მანქანაში მიიკვლევს გზას წინ.

კართან დადგა და მძღოლს ეუბნება, – იმ 34 ნომერში ჩემი შეყვარებული ზის, ვიღაც გოგოსთან ჩახუტებული და დაეწიე, გეხვეწები, გაჩერებაზე რომ გააჩერებს, უნდა გადავჯდეო.
ეს მძღოლიც კაი ჯიგარი აღმოჩნდა, – კაი, ბიძია, დავეწიოთო და მგზავრები ხელს რომ უქნევდნენ გასაჩერებლად, არც უყურებდა, ისე მიქროდა…

მე მგონი იმ შეყვარებულმაც დაინახა ეს გოგო და იმან კიდევ, თავის მხრივ, თავის მძღოლს უთხრა, ისე იარე, არ გააჩერო, თორემ მაგრად დამერხაო და იმანაც კაი სიჩქარე აკრიფა. ხან მანქანები გვიშლიდნენ ხელს, ხან შუქნიშანი და მოკლედ, ვერ მოვიხელთეთ.
ამასობაში ხალხი დაჩაგრულის მხარეს დადგა და – მიდი, მიდიო, მძღოლს აგულიანებდნენ.
ეტყობა სეირის ყურება ისე უნდოდათ, გააჩერე, ჩავდივარო, ეგეც არავის უთქვამს…

– აუ, ხო უნდა არტყმევინო თავი ფანჯარაზე, – თქვა ერთმა.
– ფანჯარა რა შუაშია, მანქანა დაზიანდებაო, – მძღოლმა.
– ფანჯარაზე კი არა, ჩამოიყვანო უნდა და ასფალტზე არტყმევინო თავი, – მეორე ძალიან იყო გამწარებული ეტყობა.
– მაგი ადგილზე უნდა დახვრიტო, – უკიდურესი ზომის მომხრეც აღმოჩნდა ჩვენ შორის.
– ძალიან გიყვარს, ბიძია? – ჰკითხა მძღოლმა.
– კი, ძალიანო, – გოგომ, – საქმროა, ფაქტობრივადო.
– ნწ, ნწ, როგორ შეიძლება ასე, ერთგულება არ იცის ხალხმაო, – ერთმა კაცმა თქვა და გვერდით მჯდომ ცოლს მორჩილად შეხედა.
იმანაც არწივის მზერით გადმოგვხედა, – მოლ, თქვენ იკითხეთ, თორემ მე თავი ქუდში მაქვსო
– აუუ, მიდი, მიდი, ცოტაც და დავეწევით, – ამხნევებდნენ მძღოლს შედარებით ახალგაზრდები.
ამ ყველაფრის შემომქმედი გოგო ტელეფონში ჩაჰყვიროდა ვიღაცას, – ეგ ახვარი, იმ წაკლასთან ერთადაა. ახლა მივდევ და თუ დავიჭირე, ორივეს მოვკლავ! რით და მარშრუტკით, რით გავეკიდები! ვაიმე, გული მაქვს ცუდად…
– ექიმი ვარ, ექიმი ვარ, გამიშვით, – წამოხტა ახალგაზრდა მამაკაცი.
დაუნიავა, პულსი გაუზომა, ვიღაცამ კორსიზი გადააწოდა.
ამაზე უფრო აიჯაგრა ხალხი, – რა დღეში აგდებს გოგოს, მოსაკლავია ეგ ბიჭი ნამდვილადო!
– აქდან ჩაუჭერი, ასე გაძვერი, მიდი, კუდზე ვაზივართ, – ასწავლიდა მძღოლს ერთი.
– მასე კარგად თუ იცოდი, შენ გემუშავა მარშრუტკაზე, – თავი დამანებე, ისედაც ვნერვიულობ, გულით ავადმყოფი კაცი ვარო, – მძღოლმა.
ექიმი ახლა იმას მიუბრუნდა, დახმარება ხომ არ გინდაო?
– ჯერ არაო, მძღოლმა.
ამასობაში ჩვენი გზები გაიყარა, 34–მა სხვა გზით გაუხვია.
– გააჩერე! იკივლა გოგომ.
ისე გავჩერდით, ფეხზე მდგომი მგზავრები ინერციით წინ გაცვივდნენ და ლაბავოისთან შეჯგუფდნენ, ერთმანეთზე მიყრილები…
გოგო ჩავიდა და გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით, რა ჰქონდა გულში, არ ვიცით…
წინ მიხვავებულმა მგზავრებმა ერთმანეთში აზელილი თავიანთი სხეულის ნაწილები გადაინაწილეს, ყველამ თავისი დაიბრუნა და ატყდა ამბავი, – ეცნენ მძღოლს და ზოგი იმაზე საყვედურობდა, რომ არაპროფესიონალი იყო და როგორ ვერ მოახერხა დაწევა, ზოგი იმაზე, რომ სეირს ვერ უყურა…
– უნიათო რომ იქნები მძღოლი, იმიტომ ვერ გაიგებ ამბის დასასრულსო…
მერე ერთმა თქვა, – თამანშრომელია ეგ გოგო ჩემიო და ყველამ ამის ნომერი ჩაიწერა

💥 მორალი: ნუ შეიყვარებ, იცხოვრე მშვიდად”
ამას თუ კითხულობ გაგვაგებინე რა მოხდა 😁😁😁
წერს სოც ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი

Share.