მოიხსნება თუ არა 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა – ნახეთ რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

0

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ 22-ში მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა. იქამდე კიდევ ერთი კვირა დარჩა და დაიდება შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ
უნდა გამოვიკვლიოთ 11-ში მოხსნილმა შეზღუდვებმა ხომ არ გამოიწვია შემთხვევების ზრდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გამოიწვევს შემთხვევების ზრდას. არ მაქვს მხედველობაში ერთნიშნა ციფრები, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება.

სხვა ქვეყნებს გაცილებით უფრო რთული სიტუაციის დროს უწევთ შეზღუდვების მოხსნა.

საქართველოს აქაც უკეთესი შანსი აქვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დაიჭიროს მდგომარეობა.

მე არ ვიცი რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება სამი წესი შევინარჩუნოთ: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეში პირბადეები“.

Share.