პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში ის დღე გაიხსენა, როცა მათ კლინიკაში პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
რატიანის თქმით, ეს იყო დღე, როცა მისთვის და მისი კოლეგებისთვის წამიერად ყველაფერი ჩამოიშალა.
„სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაავადებებთან რაც არ უნდა გააკეთო, გარდაუვალია ეს პროცესი… როცა პირველი ლეტალობა დაფიქსირდა, ეს იყო ჩვენთვის როგორც მსხვრევა.
ჩემით დაწყებული რიგითი სანიტარით დამთავრებული, ყველასთვის წამიერად ჩამოიშალა ყველაფერი. ეს ერთი სიკვდილი ნიშნავდა იქ არსებული 90 პაციენტისათვის შიშის ჩანერგვას.
შევკრიბე ყველა ექიმი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი, იმიტომ, რომ ამით არ მთავრდება, ამით უნდა დავიწყოთ ბრძოლა-მეთქი.“ – განაცხადა ლევან რატიანმა.
წყარო: უმაგრესი საიტი gasagebi.ge