ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, წირვა-ლოცვის მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება გარკვეული ინფორმაციის გამო მიიღო, რომელიც მას მიაწოდეს და ტაძარში 2 კვირა სრულად კარანტინის გამოცხადების საფრთხე იყო. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად საჭირო გახდა დროებითი რეგულაცია.
მამა თეოდორეს თქმით, ტაძარი ღიაა და ყოველდღიურად 50-მდე ადამიანი ეზიარება.
“მე შემომივიდა ინფორმაცია, ეს ინფორმაცია იყო ძალიან ცუდი. შემოვიდა ზუსტად მსახურების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ვგულისხმობ პარასკევის 2 სთ-ის მსახურებას. და მე არ შემეძლო მკვეთრი რეაქცია არ მქონოდა რეგულაციების თვალსაზრისით. ამას საჯაროდ ვერ ვიტყვი. მსახურების შემდეგ დამხვდნენ ჟურნალისტები და მომთხოვეს პასუხი ამ საკითხვთან დაკავშირებით. იქ რომ ბევრი ხალხი ყოფილიყო მინიმუმ 2 კვირა კარანტინი მოყვებოდა და მთელი ტაძარი სრულად დაიკეტებოდა, ეს იყო პრობლემა.
იყო ბრალდებები თითქოს ტაძარი დავკეტე, ეს იყო ტყუილი. ყოველ დღე რამდენიმე ათეული ადამიანი მოდის და ეზიარება. დღეს 50 კაცი ეზიარა. ეს არის ცრუ ტალღა აგორებული.
მე უბრალოდ აუცილებლად უნდა მქონოდა რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რაც მოვიდა. მე პატრიარქის და ღმერთის წინაშე მართალი ვარ.
მე როდესაც საპატრიარქოდან დამირეკეს ვუთხარი იმ განსაცდელის შესახებ და ეს აღმოჩნდა საკმარისი და დამაკმაყოფილებელი ” – განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.