ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ დღეს განცხადება გააკეთა:
„ინფექციურ საავადყოფოში კრიტიკულთან მიახლოებული ორი პაციენტი გადავარჩინეთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. ეს კეთილსაიმედო გამოსავალზე მიუთითებს. დღეს, ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ დაგვამატებია.
ასევე თითქმის განიკურნა 7 მოზარდი, მათი მდგომარეობა ძალიან კარგია, ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან და რამდენიმე დღეში ოჯახის წევრებს ჩაეხუტებიან“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ საქართველოს მაშტაბით 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 8 შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოში კი, კერძოთ ზუგდიდში კორონავირუსისგან ყველა პაციენტი განიკურნა. ჩვენ გავიმარჯვებთ!!!