მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მეზობლები ვარაუდობენ რომ გარდაცვლილს ოჯახში კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და შემდეგ დედამთილთან, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გარდაცვლილ ქალს 4 წლის ბავშვი დარჩა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.