ღმერთმა ქნას, რომ ჩემი პროგნოზი, რასაც ვამბობ – თუ ცუდი განვითარება იქნა ამ სიტუაციის და ამ ეპიდემიის, არ გამართლდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ორი ხელით გეუბნებით, ნეტავ არ გამართლდეს, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ პირველი თქვენ მოგცემთ ინტერვიუს და მეორე დღეს წავალ თანამდებობიდან, თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ ღონსიძიებებს და რეკომენდაციებს, რასაც ყოველდღე ვსაუბრობთ, რასაც მთავრობა და სახელმწიფო გეუბნებათ…
თუ არ დავიცავთ ამას, სამწუხაროდ, გვექნება უფრო რთული მდგომარეობა, უფრო რთულად განვითარებადი ეპიდემია. თუ დავიცავთ ყველაფერს, ზრდა გვექნება ინფექციის, მაგრამ გვექნება ისეთი, რომელიც მოვლადი იქნება ჯანდაცვის სექტორის მიერ და გამოვალთ ნაკლები დაზიანებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ “ალიას” კითხვის პასუხად, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ პროგნოზებს ეხებოდა. მისივე თქმით, ის შეცდა, როდესაც გასულ კვირას იწინასწარმეტყველა, რომ ექნებოდათ 400–მდე შემთხვევა.
„მე ვთქვი მაშინ 300-დან 400-მდე. კი ბატონო, შევცდი. მიმაქვს უკან ჩემი სიტყვები. შევცდი 50-ში, მაგრამ ძალიან კარგია, რომ შევცდი. მაგრამ მზარდია ინფექცია, ცეცხლს ვეთამაშებით ჩვენი შეკრებებით. მომავალი კვირა იცით, ტრადიციაა, სასაფლაობეზე შეკრებები…ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეპიდემიის გავრცელებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.