“თუ ჩვენ წავედით იმ სცენარით, როგორც დღეს მივდივართ და არ შევარბილებთ ამას, მაშინ 10 მაისისთვის მივიღებთ 2000-დან 2500 შემთხვევას. ინფექციას ვერ გავექცევით, გაიზრდება ინფექცია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაოდენ სწრაფად გამოვავლენთ ადრეულ ეტაპზე და რაოდენ მსუბუქი შემთხვევები გვექნება. ასევე როგორი იქნება ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, რომ მოუაროს.
2000-ს მოუვლის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5 000 და 8 000, სადაც 30 პროცენტი იქნება სარეანიმაციო ავადმყოფები, ვერ მოვუვლით, იცოდეთ, და გვექნება ბევრი მსხვერპლი. ამიტომ ეს ეს ბრწყინვალე შვიდეული ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ნუ გავმართავთ იქ სმა-ჭამას. თითო ადამიანი გავიდეს და თითო კვერცხი გადააგოროს. ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი. ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა.